2025 წლის 11 თებერვალს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ მიიღო პოლონეთის კერძო უნივერსიტეტების უმსხვილესი გაერთიანების, „ვისტულას ჯგუფში“ შემავალი ვარშავის ვისტულას უნივერსიტეტის (Vistula University), ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულების პროფესორი, ვარშავის გამოყენებით მეცნიერებათა აკადემიის ადმინისტრაციულ და სამეწარმეო ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ქრიშტოფ ნოვაკოვსკი (Dr. Krzysztof R. Nowakowski).
საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს. განხილული იყო ერთობლივი პროექტების განხორციელების პრსპექტივები.